სასწავლო რესურსის ინტრუქცია
დაწყებით კლასებში ჩვენ ვასწავლით სულხან-საბა ორბელიანის
იგავ-არაკებს. ამ ნაწარმოებების უკეთესად შესწავლის და გააზრების მიზნით შევქმენი ელექტრონული
რესურსი, სოფლის მაშენებელნი,,. რესურსის შექმნის მიზანია გაეცნონ იგავ-არაკს, როგორც
ლიტერატურულ ჟანრს.
ვიდეორგოლი დავამზადე ინტერნეტ რესურსის გამოყენებით,
რომელსაც ვახმოვანებ მე. ამით ტექსტის გამომეტყველებით კითხვის ნიმუშთან ერთად ნაწარმოების
უკეთ გააზრების საშუალებას ვაძლევ მოსწავლეებს. ტექსტის მოსმენა ვიდეომასალის თანხლებით
ყველა ასაკის ადამიანისთვის და მითუმეტეს დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის მეტად
მნიშვნელოვანია.
ვიდეორგოლი მიზნის შესაბამისია და კარგ შედეგს
იძლევა სწავლების დროს. მიზანშეწონილია სულხან-საბა
ორბელიანის იგავ-არაკების შესწავლისას.განსაკუთრებით დაწყებითი კლასების მოსწავლეებთან.
ამრიგად, ვიდეოგაკვეთილი ,,სოფლის მაშენებელნი,, უზნრუნველყოფს
მოსწავლეთა დაინტერესებას იგავ-არაკების ჟანრით
და მათ გაუადვილდებათ ამ ტიპის ნაწარმოებების აღქმა და გააზრება. სასწავლო რესურსი
გამოიყენება მრავალჯერადად.
სასწავლო რესურსის რეფლექსია
მასწავლებელი: თინათინ მახათაძე
ვიდეო: სოფლის მაშენებელნი
შევქმენი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით გათვალისწინებული
შედეგის მისაღწევად.
მისი მიზანია:
1.
იგავ-არაკზე, როგორც ლიტერატურულ ჟანრზე დაკვირვება.
2.
ტექსტის გამომეტყველებით კითხვაზე დაკვირვება
3.
მოსმენის კულტურის განვითარება
აღნიშნული რესურსი
ხელს უწყობს მოსწავლეს გაიზროს რა არის იგავ-არაკი, გამოხატოს თავისი დამოკიდებულებები
პერსონაჟების მიმართ ზეპირმეტყველებით. ინფორმაციის მიღების ეს საშუალება ხელს უწყობს
დამოუკიდებელ აზროვნებას და გამოიყენება სწავლების
დაწყებით საფეხურზე.
იგი თვალსაჩინო
მასალაა და მისი გამოყენება ამაღლებს ჩემი მოსწავლეების მოტივაციას, სულხან-საბა ორბელიანის
იგავ-არაკების შესწავლის დროს.
ზემოთ აღნიშნული
რესურსით სწავლება ზრდის მოსწავლეთა დაინტერესებას საგაკვეთილო მასალის მიმართ
და მეხმარება დასახული მიზნის მიღწევაში.
გამოყენებული
ინტერნეტ რესურსები:
ქართული ენა და ლიტერატურა
ქართ. 2-2 მოსწავლე ისმენს და იგებს
ნაცნობ თემატიკაზე შექმნილ მცირე ზომის ტექსტებს და გამოხატავს თავის დამოკიდებულებას.
ქართ.2-3 მოსწავლე მეტყველებაში იყენებს
აქტიურ ლექსიკონსა და ძირითად ენობრივ ფორმებს.
ქართ.2-5 მოსწავლე კითხულობს და იგებს მცირე ზომის ტექსტებს.
No comments:
Post a Comment